საქართველოში კორონავირუსისგან კიდევ 6 ადამიანი გარდაიცვალა. ჯამში ქვეყანაში ვირუსისგან 78 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას STOPCOV.GE ავრცელებს.
თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების უფროსი მარინა ენდელაძე აცხადებს, რომ 6 ახალი გარდაცვლილიდან, მხოლოდ ოთხის შესახებ ფლობს ინფორმაციას. მისი თქმით, ისინი აჭარაში მკურნალობდნენ და თანმხლები დაავადებები ჰქონდათ.
"მე ვიცი 4 პაციენტის შესახებ, რომლებიც აჭარაში გარდაიცვალნენ. ოთხი ქალი ასაკით 65, 76, 80 და 90 წლისები იყვნენ. მათ ჰქონდათ თანმხლები დაავადებების მძიმე ფორმა. ორის შესახებ ჯერჯერობით ახალი ინფორმაცია არ მაქვს მიღებული", - აცხადებს ენდელაძე.
ამ დროისთვის ქვეყანაში ვირუსის 11 271 შემთხვევაა დადასტურებული. აქედან 6 119 პაციენტი განიკურნა, ხოლო 78 გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში 5971 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ - 836.